ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო სამართალდარღვევის 1 928 ფაქტი გამოავლინა1049 2017.07.11
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო სამართალდარღვევის 1 928 ფაქტი გამოავლინა
3-9 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 1 928 ფაქტი გამოვლინდა.„კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 9 786 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 91 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 116 ფაქტი; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 1 721 შემთხვევა“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში. წყარო: IPN.GE