1031
2017.07.15
საერთაშორისო საჰაერო გადამზიდავები საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში 2
პარლამენტის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსში ცვლილები შევიდა. ცვლილებების თანახმად, გადასახადის განთავისარიდებად მიიჩნევა საგადასახადო დეკლარაციაში პირის მიერ გადასახადის თანხის 100 000 ლარზე მეტით შემცირება. მაშინ როცა წინა რედაქციით, 50 ათას ლარზე მეტით შემცირება იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა,ახალირედაქციით, საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი პირი, საგადასახადო ორგანოსათვის საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალების, ამ სატრანსპორტო საშუალებით გადასაადგილებელი საქონლისან/დამგზავრების შესახებ წინასწარი ინფორმაციის დადგენილი წესით წარუდგენლობისშემთხვევაში 2 ათასი ლარით; ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში 4 000 ლარით დაჯარიმდება.
ცვლილებების თანახმად 500 ლარით შემცირდა ფულადი სანქცია, საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნული იმ დოკუმენტის შენახვის ვადის დარღვევაზე, რომლის შემოსავლების სამსახურში წარდგენის ვალდებულებაც არ ეკისრებოდა. ამდარღვევაზეახალირედაქციით, 1 000 ლარიანიჯარიმააგათვალისწინებული, მაშინროცაწინარედაქციითჯარიმა 1 500 ლარიიყო. ასევე შემცირდა და განახევრდა ჯარიმის ოდენობა საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევაზეც. კერძოდ, ამ პირობის დარღვევა ნებართვის მფლობელი პირის 2 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
წყარო : BPN.GE