ადმინისტრაციული სამართალი
საადვოკატო ბიურო „OK & CG“ გთავაზობთ კვალიფიციურ საადვოკატო/იურიდიულ და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას ადმინისტრაციული სამართლის სფეროთი რეგულირებულ საკითხებზე. კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით, ჩვენი გუნდი აწარმოებს ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობას და დაინტერესებული პირის კანონით დადგენილი უფლების მოპოვების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი განცხადებების შეტანას ან/და ადმინისტრაციული საჩივრის წარდგებას; მარტივი, ფორმალური და საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას დაინტერესებული პირის წარმომადგენლობას შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში; ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან ან შეცვლასთან დაკავშირებულ სამართლებრივი მომსახურების გაწევას.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სამართალი
საადვოკატო ბიურო „OK & CG“ გაგიწევთ საადვოკატო და წარმომადგენლობით მომსახურებას საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსიდან გამომდინარე საკითხებზე, კერძოდ: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში არსებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებზე, სახელმწიფო საკუთრების ხელმყოფ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებზე, გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და აღზრდის სფეროში წარმოშობილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევიდან წარმოშობილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, მოქალაქეთა საბინაო უფლებების, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის დარგში წარმოშობილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფ ადმინსტრაციულ სამართალდარღვევებზე, საპატრულო ჯარიმებიდან წარმოშობილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.
წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ და სახელმწიფო ორგანოებში
საადვოკატო ბიურო „OK & CG“ გაგიწევთ წარმომადგენლობას სახელმწიფო დაწესებულებებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში დარღვეული და სადავოდ ქცეული უფლებების მიზნით, ასევე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებების გაფორმების პროცედურაში წარმომადგენლობით მომსახურებას, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების და სამართლებრივი ანალიზის განსახორციელებლად.
ლიცენზიები და ნებართვები:
საადვოკატო ბიურო „OK & CG“ კლიენტებს ეხმარება სხვადასხვას საქმიანობისათვის აუცილებელი ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში, რაც მოიცავს ლიცენზიისა თუ ნებართვის მოპოვებისათვის აუცილებელი საბუთების მომზადებას საქართველოს კანონდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ლიცენზიისა თუ ნებართვის მომზადების პროცესის მონიტორინგს,ლიცენზიის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ .