თუ გასაქვითი მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავენ ერთმანეთს, იქვითება მხოლოდ ის, რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის მოცულობაზე.
რამდენიმე გასაქვითი მოთხოვნა
1. თუ ხელშეკრულების იმ მხარეს, რომელსაც ეცნობა გაქვითვის შესახებ, აქვს რამდენიმე გასაქვითი მოთხოვნა, მაშინ გამოიყენება 387-ე მუხლის წესები.
2. თუ მხარეს მეორე მხარის წინაშე, ძირითადი ვალდებულების გარდა, ეკისრება პროცენტებისა და სხვა ხარჯების გადახდაც, მაშინ გამოიყენება 388-ე მუხლის წესები.
გაქვითვის შესაძლებლობა მოთხოვნის ხანდაზმულობისას
მოთხოვნის ხანდაზმულობა არ გამორიცხავს ვალდებულებათა გაქვითვას, თუ მოთხოვნა იმ დროისათვის არ იყო ხანდაზმული, როცა მისი გაქვითვა ჯერ კიდევ შეიძლებოდა.