სოლიდარული კრედიტორის მოვალეობა დანარჩენი სოლიდარული კრედიტორების წინაშე
1. სოლიდარული კრედიტორი, რომელმაც მოვალისაგან მთლიანად მიიღო შესრულება, მოვალეა გადაუხადოს დანარჩენ სოლიდარულ კრედიტორებს მათი კუთვნილი წილი.
2. სოლიდარულ კრედიტორებს ერთმანეთთან ურთიერთობაში აქვთ თანაბარი წილი, თუ მათ შორის სხვა რამ არ არის დადგენილი.
სოლიდარული კრედიტორის მემკვიდრეთა უფლებები
თუ სოლიდარულ კრედიტორს ჰყავს რამდენიმე მემკვიდრე, მაშინ თითოეულ მემკვიდრეზე გადადის ვალზე უფლების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მის სამკვიდრო წილს შეესაბამება.