თუ სოლიდარულმა მოვალემ მიიღო სარგებელი სოლიდარული ვალდებულებიდან, მაშინ იმ სოლიდარულ მოვალეს, რომელსაც ასეთი სარგებელი არ მიუღია, შეუძლია მოსთხოვოს მას დაკმაყოფილება თავისი ვალდებულების შესასრულებლად.
სოლიდარული მოვალის ვალაუვალობის შედეგები
თუ ერთ-ერთი მოვალეთაგანი ვალაუვალი აღმოჩნდება, მაშინ მისთვის განსაზღვრული წილი თანაზომიერად ნაწილდება ყველა სხვა გადახდისუნარიან მოვალეს შორის.
ხანდაზმულობის ვადის გასვლის შედეგები
ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას ან შეწყვეტას არა აქვს ძალა სხვა მოვალეთა მიმართ.