ნივთის უკან დაბრუნება მყიდველის მიერ
 ნივთის უკან დაბრუნება მყიდველის მიერ

ნივთის გაყიდვა რამდენჯერმე

თუ ნივთი რამდენჯერმე იყიდება, ვალდებულების უზრუნველმყოფი უფლება გადაეცემა ყოველ მომდევნო მყიდველს. მყიდველს შეუძლია თავისი უფლებების ფარგლებში მოთხოვნები წარუდგინოს შესაბამის გამყიდველს ნასყიდობათა ამ რიგში.

 

 ნივთის დაკავების უფლება

თუ მყიდველი დროულად არ მიიღებს ნივთს ან თავის დროზე არ გადაიხდის მის ფასს, გამყიდველი ვალდებულია შეინახოს ნივთი; გამყიდველს უფლება აქვს დაიტოვოს ნივთი ან დააკავოს გზაში მანამ, ვიდრე მყიდველი არ აუნაზღაურებს შესაბამის ხარჯებს.  

 

ნივთის უკან დაბრუნება მყიდველის მიერ

თუ მყიდველმა მიიღო ნივთი, მაგრამ სურს მართლზომიერად მისი უკან დაბრუნება, მან უნდა იზრუნოს ნივთის შენახვისათვის; მყიდველს უფლება აქვს დაიტოვოს ნივთი მანამდე, ვიდრე გამყიდველი არ აუნაზღაურებს შესაბამის ხარჯებს.

სერვისები