იურიდიული პირის რეგისტრაციის მონაცემები
იურიდიული პირის რეგისტრაციის მონაცემები

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო დოკუმენტი შეიცავს შემდეგ მონაცემებს: იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელწოდებას, ადგილსამყოფელს და საქმიანობის მიზანს, დამფუძნებლის (დამფუძნებლების), ხელმძღვანელი ორგანოს წევრთა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ვინაობას.

  რეგისტრაციის მონაცემები საჯაროა. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მონაცემების გამოქვეყნება და ხელმისაწვდომობა.

 ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს რეესტრის ჩანაწერებს და მოითხოვოს წერილობითი ამონაწერები.

  ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი (წევრი) უფლებამოსილია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ანდა დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა.

  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია თავისი ორგანიზაცია და სტრუქტურა მოაწესრიგოს წესდებით, რომელიც საჭიროებს სანოტარო წესით დამოწმებას.

სერვისები