ქირავნობა, გამქირავებლის ვალდებულება
ქირავნობა, გამქირავებლის ვალდებულება

გამქირავებლის ვალდებულება

1. გამქირავებელი ვალდებულია დამქირავებელს აუნაზღაუროს ნივთზე გაწეული აუცილებელი ხარჯები.

2. სხვა ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესების შესაბამისად.

დამქირავებლის უფლება ქირავნობის ნივთისათვის მიმატებულ ნივთებზე

1. დამქირავებელი უფლებამოსილია დაიტოვოს ის, რითაც მან დაქირავებული ნივთი აღჭურვა.

2. საცხოვრებელი სადგომის გამქირავებელს შეუძლია აღნიშნული უფლების განხორციელება შეცვალოს შესაბამისი კომპენსაციით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დამქირავებელი, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, არ ეთანხმება გამქირავებელს.

პასუხისმგებლობა ნივთის ნორმალური ცვეთისათვის

გაქირავებული ნივთის ცვლილებების ან გაუარესებისათვის, რაც გამოწვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობით, დამქირავებელი პასუხს არ აგებს.

 მიმდინარე რემონტის ხარჯები

1. მიმდინარე რემონტის ჩატარება, ჩვეულებრივ, ევალება დამქირავებელს. მას არა აქვს საცხოვრებელი სადგომის გადაკეთების ან რეკონსტრუქციის უფლება გამქირავებლის თანხმობის გარეშე.

2. დამქირავებელი მოვალეა ეს სამუშაოები შეასრულოს საკუთარი ხარჯებით.

3. გამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია დამქირავებლის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობით.

გამქირავებლის თანხმობა ქვექირავნობაზე

დამქირავებელს არა აქვს უფლება, გაქირავებული ნივთი გამქირავებლის თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს (ქვექირავნობა). მესამე პირებად არ მიიჩნევიან დამქირავებლის ოჯახის წევრები.

 გამქირავებლის უარის დაუშვებლობა ქვექირავნობაზე

გამქირავებელს არ შეუძლია უარი თქვას საცხოვრებელი სადგომის ქვექირავნობაზე, თუ საპატიო მიზეზის არსებობისას დამქირავებელს სურს მიაქირაოს მესამე პირს დაქირავებული საცხოვრებელი სადგომი მთლიანად ან მისი ნაწილი. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, თუ გამქირავებლისათვის ქვემოქირავნე წარმოადგენს მისთვის არასასურველ პიროვნებას, ან საცხოვრებელი სადგომი ზედმეტად გადაიტვირთა, ან თუ სხვა მიზეზების გამო გამქირავებლისათვის მიუღებელია ქვექირავნობა.

 

სერვისები