მიწის იჯარა ინვენტართან ერთად
მიწის იჯარა ინვენტართან ერთად

1. თუ მიწის ნაკვეთი იჯარით გაიცემა ინვენტართან ერთად, მაშინ მოიჯარე პასუხს აგებს ინვენტარის ყოველი ნაწილის მოვლა-პატრონობისათვის.

2. მეიჯარე ვალდებულია გამოცვალოს ინვენტარის ის ნაწილები, რომლებიც გამოუსადეგარი გახდა მოიჯარისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. მოიჯარე მოვალეა შეავსოს ინვენტარს მიკუთვნებული პირუტყვის დანაკარგი, მიუხედავად მეურნეობის სწორი გაძღოლისა.

3. მოიჯარემ ინვენტარი ისეთ მდგომარეობაში უნდა იქონიოს და იჯარის დროის განმავლობაში იმ მოცულობით შეავსოს, რომელიც შეესაბამება მოწესრიგებულ მეურნეობას. მის მიერ შეძენილი ცალკეული ინვენტარი საერთო ინვენტართან შეერთებით მეიჯარის საკუთრებად იქცევა.

ინვენტარის შემთხვევით დაღუპვის რისკი

1. თუ მიწის ნაკვეთის მოიჯარე ინვენტარს მიიღებს შეფასებით და იკისრებს ვალდებულებას, იჯარის ხელშეკრულების დამთავრებისას შეფასებითვე დააბრუნოს უკან, მაშინ მას ეკისრება შემთხვევით დაღუპვისა და გაფუჭების რისკი. მეურნეობის სწორი გაძღოლის ფარგლებში მას შეუძლია ინვენტარის ცალკეული ნაწილების განკარგვა.

2. იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლისას მოიჯარემ უნდა დაუბრუნოს მეიჯარეს ინვენტარი. მეიჯარეს შეუძლია უარი თქვას მოიჯარის მიერ შეძენილი ინვენტარის მიღებაზე, თუ იგი მიწის ნაკვეთზე სწორი მეურნეობის გაძღოლისათვის ზედმეტია ან მეტად ძვირია; უარის თქმასთან ერთად მიუღებელ ინვენტარზე საკუთრების უფლება გადადის მოიჯარეზე. თუკი არსებობს სხვაობა მიღებული და დაბრუნებული ინვენტარის შეფასებებს შორის, ეს სხვაობა ფულით უნდა ანაზღაურდეს. შეფასებას საფუძვლად უნდა დაედოს ის ფასები, რომლებიც მოქმედებდა იჯარის ხელშეკრულების დასრულების მომენტისათვის.

ინვენტარის ცალკეული ნაწილების განკარგვის აკრძალვის დაუშვებლობა

ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც მოიჯარეს აკისრებენ ვალდებულებას არ განკარგოს ინვენტარის ნაწილები ან განკარგოს მხოლოდ მეიჯარის თანხმობით, ნამდვილია მხოლოდ მაშინ, თუ მეიჯარე კისრულობს ვალდებულებას შეისყიდოს ინვენტარი საიჯარო ურთიერთობის დასრულებისას საინვენტარიზაციო შეფასებით.

გირავნობის უფლება ინვენტარზე

1. მიწის ნაკვეთის მოიჯარეს აქვს გირავნობის უფლება მის მფლობელობაში არსებულ ინვენტარზე მეიჯარის მიმართ წაყენებული იმ მოთხოვნებისათვის, რომლებიც შეეხება იჯარით მიღებულ ინვენტარს.

2. მეიჯარეს შეუძლია თავიდან აიცილოს მოიჯარის უფლება გირავნობაზე, თუ წარადგენს უზრუნველყოფის სხვა საშუალებას. მას შეუძლია ინვენტარის ყოველი ნაწილი დაიხსნას გირავნობის უფლებისაგან იმით, რომ შესთავაზოს ამ ნაწილების ღირებულების შესაბამისი უზრუნველყოფის საშუალება.

 

 

სერვისები