გადაზიდვა-გადატანა, ცნება
გადაზიდვა-გადატანა, ცნება

 ცნება

გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.

გადამზიდველის პასუხისმგებლობა

1. გადამზიდველი პასუხს აგებს მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის, ასევე მისი ბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის.

2. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუკი ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ან თვით მგზავრის მიერ, ანდა მისი ბარგით.

3. გადამზიდველის პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით.

ხელშეკრულების დადების ვალდებულება

პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, ვალდებულია დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი.

გადაზიდვა რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით თუ დატვირთული ავტომობილი გზის ერთ მონაკვეთზე გადაზიდული იქნება ზღვით, რკინიგზით ან საჰაერო ტრანსპორტით და – 682-ე მუხლში გათვალისწინებული შემთხვევების შესაბამისად – ტვირთი არ იქნება გადმოტვირთული, ამ თავის ნორმები მაინც გამოიყენება მთლიანი გადაზიდვისათვის.

სერვისები