საბინაო მაკლერი
1. იმ ხელშეკრულებისათვის, რომლითაც პირი კისრულობს შუამავლობას ბინის ქირავნობის ხელშეკრულების დასადებად (საბინაო მაკლერი), გამოიყენება შუამავლობის ზოგადი წესები, თუ ბინის ქირავნობის შუამავლობიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
2. ბინის ქირავნობის შუამავლობის ნორმები არ გამოიყენება იმ ხელშეკრულებათა მიმართ, რომელთა საგანია საბინაო შუამავლობა ტურიზმისა და საქმიანი მოგზაურობებისას.
გასამრჯელოს მიღების დაუშვებლობა
1. საბინაო მაკლერის მოთხოვნა გასამრჯელოს მიღების ან დანახარჯების ანაზღაურების შესახებ დაუშვებელია მაშინ, როცა: ა) ქირავნობის ხელშეკრულებით იმავე ბინაზე გრძელდება უკვე არსებული ქირავნობის ურთიერთობა, ან იგი სხვაგვარად იქნება შეცვლილი; ბ) იდება ქირავნობის ხელშეკრულება საბინაო ფართზე, რომლის მართვასაც ახორციელებს საბინაო მაკლერი.
2. შემკვეთის საზიანოდ დადებული შეთანხმება ბათილია.