დაზღვევა, ზოგადი დებულებები
დაზღვევა, ზოგადი დებულებები

 ცნება

1. დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

2. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

დაზღვევის ხელშეკრულების დადების ვალდებულება

პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს დაზღვევის ხელშეკრულების დადებას, ვალდებულია დადოს ეს ხელშეკრულება, თუკი უარის თქმისათვის არ არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი.

 

სავალდებულო დაზღვევა კანონით შეიძლება გათვალისწინებული იყოს სავალდებულო დაზღვევა, რომლის მიმართაც გამოიყენება ამ თავის წესები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას სავალდებულო დაზღვევის შესახებ. გადაზღვევასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სადაზღვევო მოწმობა (პოლისი)

1. მზღვეველი მოვალეა ჩააბაროს დამზღვევს ხელმოწერილი საბუთი დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ (სადაზღვევო მოწმობა – პოლისი).

2. სადაზღვევო მოწმობა უნდა შეიცავდეს: ა) ხელშეკრულების მხარეების ვინაობასა და მათ ადგილსამყოფელს (საცხოვრებელ ადგილს ან იურიდიულ მისამართს); ბ) დაზღვევის საგნისა და დაზღვეული პირის დასახელებას; გ) სადაზღვევო რისკის განსაზღვრას; დ) დაზღვევის დასაწყისსა და ხანგრძლივობას; ე) სადაზღვევო თანხის ოდენობას; ვ) სადაზღვევო შესატანის მოცულობას, მისი გადახდის ადგილსა და ვადას.

3. თუ დაზღვევის საგანს წარმოადგენს პირის სიცოცხლე, მაშინ დამატებით აუცილებელია მონაცემები მზღვევლის მოგების დაანგარიშებისა და ამ მოგების განაწილების პირობების შესახებ.

 

სერვისები