ცნება
1. უბედური შემთხვევის დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც დამზღვევის, ისე სხვა პირის უბედური შემთხვევისათვის.
2. თუ დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია არა დაზღვეული პირის მიერ, მაგრამ მის სასარგებლოდ, მაშინ მასზე ვრცელდება წესები სიცოცხლის დაზღვევის შესახებ.
ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების შედეგები
თუ მზღვევლის მოვალეობა დამოკიდებულია ჯანმრთელობისათვის ზიანის (ვნების) განზრახ მიყენებაზე, მაშინ განზრახვის არარსებობა ივარაუდება მანამდე, სანამ არ დამტკიცდება საწინააღმდეგო.
უბედური შემთხვევის განზრახ გამოწვევის შედეგები
1. მზღვეველი თავისი მოვალეობის შესრულებისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ სხვა პირის დაზღვევისას სარგებლის მიმღები უკანონო მოქმედებით განზრახ გამოიწვევს უბედურ შემთხვევას.
2. თუ სხვა პირს აქვს სარგებლის მიღების უფლება, მას ეს უფლება ჩამოერთმევა მაშინ, თუ იგი უბედურ შემთხვევას გამოიწვევს განზრახ უკანონო მოქმედებით.
უბედური შემთხვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულება
თუ მოვალეობები უნდა შესრულდეს სარგებლის მიმღები პირის სასარგებლოდ, მაშინ ეს პირი მოვალეა განაცხადოს უბედური შემთხვევის თაობაზე. ეს წესი ვრცელდება ცნობების შეტყობინებისა და საბუთების გადაცემის მოვალეობებზედაც.
რეგრესის უფლების დაუშვებლობა დამზღვევს არა აქვს რეგრესის უფლება იმ პირის მიმართ, რომელიც პასუხს აგებს ზიანისათვის