საბანკო კრედიტი, ხელშეკრულების შეწყვეტა
საბანკო კრედიტი, ხელშეკრულების შეწყვეტა

 ხელშეკრულების შეწყვეტა

1. თუ კრედიტისათვის შეთანხმებულია მყარი საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული პერიოდისათვის, მაშინ კრედიტის ამღებს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუკი საპროცენტო ვალდებულება მთავრდება დაბრუნებისათვის განსაზღვრულ ვადამდე და საპროცენტო განაკვეთის შესახებ რაიმე ახალი შეთანხმება არ არის დადებული. შეწყვეტის ვადა შეადგენს ერთ თვეს.

2. თუ კრედიტის ამღები მომხმარებელია და კრედიტი არ არის უზრუნველყოფილი იპოთეკით, მაშინ შეწყვეტის უფლება წარმოიშობა კრედიტის აღებიდან ექვსი თვის შემდეგ. შეწყვეტის ვადა კი შეადგენს სამ თვეს.

3. ათი წლის გასვლის შემდეგ შეწყვეტის უფლება არსებობს ნებისმიერ შემთხვევაში. შეწყვეტის ვადა შეადგენს ექვს თვეს.

4. მოვალეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ცვალებადი საპროცენტო განაკვეთით აღებული სესხი შეწყვეტის სამთვიანი ვადის დაცვით.

 

ზიანის ანაზღაურება კრედიტის ვადამდე

დაბრუნებისათვის თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება.

 

საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტა კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნებისას კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა

სერვისები