სამეურვეო არასრულწლოვან პირებთან ერთად ცხოვრების მოვალეობა
  სამეურვეო არასრულწლოვან პირებთან ერთად ცხოვრების მოვალეობა

  სამეურვეო არასრულწლოვან პირებთან ერთად ცხოვრების მოვალეობა

1. მეურვე და მზრუნველი მოვალენი არიან იცხოვრონ სამეურვეო (სამზრუნველო) არასრულწლოვან პირთან ერთად. ცალკეულ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ნებართვით შეიძლება მზრუნველისა და სამზრუნველო პირის ცალ-ცალკე ცხოვრება, თუ აღნიშნული ორგანო მივა იმ დასკვნამდე, რომ მათი ცალ-ცალკე ცხოვრება უარყოფით გავლენას არ მოახდენს სამზრუნველო პირის აღზრდაზე, მისი უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე.

2. მეურვე და მზრუნველი ვალდებულნი არიან საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის შესახებ აცნობონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობა არ ეკისრება ქმედუნარიანი სრულწლოვნის მზრუნველს და სრულწლოვნის მხარდამჭერს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

მხარდამჭერის მოვალეობა

მხარდაჭერის დანიშვნის საფუძვლის არარსებობისას ან შეცვლისას მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.

 

მეურვისა და მზრუნველის თანხმობა, მხარდამჭერის მონაწილეობა გარიგების დადებისას

1. მეურვე სამეურვეო პირის კანონიერი წარმომადგენელია და მისი სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დებს აუცილებელ გარიგებებს.

2. 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი ისეთ გარიგებას, რომლის დამოუკიდებლად დადების უფლებაც მას კანონით არ აქვს, დებს მზრუნველის თანხმობით.

3. მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული.

4. გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.

სერვისები