მეურვეობის, მზრუნველობის ან მხარდაჭერის შეწყვეტის საფუძვლები
 მეურვეობის, მზრუნველობის ან მხარდაჭერის შეწყვეტის საფუძვლები

 მეურვეობის შეწყვეტის საფუძვლები

1. მეურვეობა შეწყდება: ა) თუ გარდაიცვალა სამეურვეო პირი; ბ) თუ არასრულწლოვანმა სამეურვეო პირმა 7 წლის ასაკს მიაღწია; გ) თუ სამეურვეო არასრულწლოვანი პირის, რომელსაც არ შესრულებია შვიდი წელი, მშობელს აღუდგა მშობლის უფლებები და მოვალეობები;

ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში მეურვეობა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით

 

 მეურვეობის შეწყვეტა სამზრუნველო ასაკისათვის მიღწევის გამო

თუ სამეურვეო არასრულწლოვანმა პირმა მიაღწია შვიდი წლის ასაკს, მაშინ მეურვეობა წყდება და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური გადაწყვეტილების გარეშე მეურვე ხდება მზრუნველი.

 

მზრუნველობის შეწყვეტის საფუძვლები

1. მზრუნველობა შეწყდება: ა) თუ გარდაიცვალა სამზრუნველო პირი; ბ) თუ სამზრუნველო არასრულწლოვანმა პირმა მიაღწია სრულწლოვანებას; გ) თუ სამზრუნველო არასრულწლოვანი პირი დაქორწინდა; დ) სხვა სამზრუნველო პირების მიმართ – თუ მოისპო მიზეზი, რომელმაც გამოიწვია მზრუნველის დანიშვნა.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულ შემთხვევებში მზრუნველობა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით.

 

მხარდაჭერის შეწყვეტის საფუძვლები

1. მხარდაჭერა შეწყდება, თუ: ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა; ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სასამართლოს გადაწყვეტილებით.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის საკითხების გასაჩივრება სასამართლოში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილება მეურვის (მზრუნველის) დანიშვნის, გადაყენებისა და განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ყველა სხვა საკითხი დაინტერესებულ პირს შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში.

სერვისები