მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ
 მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ

 მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ

გარემოება, რომელიც უღირსი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძველს წარმოადგენს, დადგენილ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ იმ პირის სარჩელით, რომლისთვისაც მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა უღირსი მემკვიდრისათვის განსაზღვრულ ქონებრივ შედეგებს იწვევს.

 

პატიება უღირსი მემკვიდრისათვის

პირი, რომელიც მხილებულია იმ მოქმედებათა ჩადენაში, რომლებიც მემკვიდრეობის უფლების დაკარგვას იწვევს, ამის მიუხედავად დაიშვება მემკვიდრედ, თუ მამკვიდრებელი აპატიებს მას და თავის ამ გადაწყვეტილებას აშკარა ფორმით გამოხატავს ანდერძში. პატიების უკან წაღება არ დაიშვება.

 

მემკვიდრეობა წარმომადგენლობის უფლებით

მემკვიდრეობის უფლების დაკარგვა ხელს არ უშლის ნათესავების მემკვიდრეობას წარმომადგენლობის უფლებით.

 

მემკვიდრეობის უფლება სხვა მამკვიდრებლის ქონებაზე მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა ხელს არ უშლის ამ უფლებაჩამორთმეულ პირს, იყოს სხვა მამკვიდრებლის ქონების მემკვიდრე.

 

უღირს მემკვიდრედ ცნობილი პირის მოვალეობა თუ პირი სასამართლოს მიერ უღირს მემკვიდრედ იქნება ცნობილი სამკვიდროს მიღების შემდეგ, ის მოვალეა დააბრუნოს ყველაფერი, რაც მემკვიდრეობით მიიღო ნაყოფსა და შემოსავალთან ერთად.

 

უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ სარჩელის შეტანის ვადა სარჩელი პირის უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ დაინტერესებულ პირთა მიერ წარდგენილ უნდა იქნეს ხუთი წლის განმავლობაში იმ მომენტიდან, როცა ეს პირი შეუდგა სამკვიდროს ფლობას.

 

მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეული პირის სამკვიდრო წილი

1. მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეული პირის სამკვიდრო წილი გადადის მემკვიდრეებად მიწვეულ დანარჩენ მემკვიდრეებზე და თანასწორად ნაწილდება მათ შორის.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი არ მოქმედებს, თუ მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეულს მემკვიდრე ჰყავდა დანიშნული.

სერვისები