საანდერძო დანაკისრის შესრულება
საანდერძო დანაკისრის შესრულება

 საანდერძო დანაკისრის შესრულების ფარგლები მემკვიდრემ, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება დაევალა, უნდა შეასრულოს იგი ნაანდერძები სამკვიდროს ნამდვილი ღირებულების ფარგლებში მამკვიდრებლის ვალების იმ ნაწილის გამოკლებით, რომლის გასტუმრებაც მას შეხვდა.

საანდერძო დანაკისრის შესრულება სხვა მემკვიდრეების მიერ თუ მემკვიდრე, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება დაევალა, სამკვიდროს გახსნამდე გარდაიცვალა, ან მან მემკვიდრეობაზე უარი განაცხადა, მაშინ საანდერძო დანაკისრის შესრულების ვალდებულება გადადის სხვა მემკვიდრეებზე, რომლებმაც მისი წილი მიიღეს, – თუ ანდერძიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

საანდერძო დანაკისრის შესრულების შეწყვეტა იმ მემკვიდრის გარდაცვალების შემთხვევაში, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება ევალება, საანდერძო დანაკისრის შესრულების ვალდებულება შეწყდება, თუ შესრულება შეუძლებელია მისი მონაწილეობის გარეშე.

საანდერძო დანაკისრის შესრულება სამკვიდრო წილის პროპორციულად თუ საანდერძო დანაკისრის შესრულება რამდენიმე მემკვიდრეს აქვს დავალებული, თითოეული ასრულებს მას სამკვიდროში მისი წილის პროპორციულად, თუკი ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საანდერძო დანაკისრის შესრულების ვადა საანდერძო დანაკისრის მიმღებს უფლება აქვს მოითხოვოს საანდერძო დანაკისრის შესრულება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, რაც გამოითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან.

საანდერძო დანაკისრი სავალდებულო წილის მიღებისას თუ ანდერძით მემკვიდრეს, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება ევალება, სავალდებულო წილის მიღების უფლებაც აქვს, მაშინ იგი საანდერძო დანაკისრს ასრულებს მისთვის ნაანდერძები სამკვიდროს მხოლოდ იმ ნაწილის ფარგლებში, რაც სავალდებულო წილის ზემოთ მიიღო.

საანდერძო დანაკისრის მიმღების პასუხისმგებლობა საანდერძო დანაკისრის მიმღები პასუხს არ აგებს მამკვიდრებლის ვალებისათვის.

უარი საანდერძო დანაკისრის მიღებაზე საანდერძო დანაკისრის მიმღებს უფლება აქვს უარი თქვას დანაკისრის მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში სამკვიდროს შესაბამისი ნაწილი დარჩება იმ მემკვიდრეს, რომელსაც დაეკისრება დანაკისრის შესრულება.

საანდერძო დანაკისრის შესრულებისაგან გათავისუფლება თუ საანდერძო დანაკისრის მიმღები უარს იტყვის დანაკისრის მიღებაზე, მემკვიდრე, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება დაევალა, თავისუფლდება მისი შესრულების მოვალეობისაგან.

საანდერძო დანაკისრის გადასვლა მემკვიდრეებზე თუ საანდერძო დანაკისრის მიმღები სამკვიდროს გახსნის შემდეგ გარდაიცვალა, მაგრამ ვერ მოასწრო თანხმობის გამოთქმა დანაკისრის მიღებაზე, მაშინ მისი მიღების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე, რომლებიც მის მაგივრად მიიღებენ დანაკისრს.

საანდერძო დანაკისრი საერთო სასარგებლო მიზნით 1. მოანდერძეს შეუძლია დააკისროს მემკვიდრეს რაიმე მოქმედების შესრულება საერთო-სასარგებლო მიზნით, რასაც შეიძლება ჰქონდეს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ხასიათი. 2. თუ დაკისრებული მოქმედება ქონებას ეხება, მაშინ გამოიყენება საანდერძო დანაკისრის მარეგულირებელი ნორმები. 3. იმ მემკვიდრის გარდაცვალების შემთხვევაში, რომელსაც ანდერძით ევალებოდა რაიმე მოქმედება საერთო-სასარგებლო მიზნით, ამ ვალდებულების შესრულება გადადის სხვა მემკვიდრეებზე, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს. 4. მემკვიდრისაგან მასზე დაკისრებული მოქმედების შესრულების მოთხოვნა შეუძლია სასამართლოს მეშვეობით ანდერძის აღმსრულებელს, ხოლო, თუ ის არ არის, მაშინ – ყოველ მემკვიდრეს, ასევე დაინტერესებულ საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს, ფონდებს, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

სერვისები