ანდერძის აღსრულების ხარჯები
  ანდერძის აღსრულების ხარჯები

  ანდერძის აღსრულების ხარჯების ანაზღაურება

1. ანდერძის აღმსრულებელი მოვალეობას უსასყიდლოდ ასრულებს, თუმცა შეიძლება გასამრჯელოც მიიღოს, თუ ეს ანდერძითაა გათვალისწინებული. 2. ანდერძის აღმსრულებელს აქვს სამკვიდროდან იმ აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების უფლება, რაც მან გასწია სამკვიდროს დაცვასა და მართვაზე. 3. ანდერძის აღმსრულებელს, რომელიც მემკვიდრე არ არის, უფლება არა აქვს სამკვიდროდან გაიღოს სხვა ხარჯები, გარდა 1427-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

აღმსრულებლის ანგარიში ანდერძის აღსრულების შემდეგ ანდერძის აღმსრულებელი მოვალეა მემკვიდრეების მოთხოვნით წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. ანდერძის აღმსრულებელი ასრულებს თავის ფუნქციებს ყველა მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებამდე.

 

ანდერძის აღმსრულებლის გადაყენება ანდერძის აღმსრულებლის მიერ თავისი მოვალეობის შეუსრულებლობისას დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს ანდერძის აღმსრულებლის გადაყენების მოთხოვნით.

 

ანდერძის აღმსრულებლის პასუხისმგებლობა თუ ანდერძის აღმსრულებელი განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გადაუხვევს ანდერძით დაკისრებული მოვალეობების შესრულებისაგან და ამით ზიანს მიაყენებს მემკვიდრეებს, მაშინ მან პასუხი უნდა აგოს ამ ზიანისათვის.

სერვისები