ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთა
ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთა

ვადიანი თავისუფლების აღკვეთა

1. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებას.

2. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება ექვსი თვიდან ოც წლამდე ვა­დით, გარდა ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2​1. სასამართლო უფლებამოსილია, დანიშნოს ამ მუხლის მე-2 ნაწილით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.

3. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოს, შინაპატიმრობის ან ჯარიმის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეცვლის შემთხვევაში იგი შეიძლება დაინიშნოს ექვს თვეზე მცირე ვადით.

4. ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.

 

უვადო თავისუფლების აღკვეთა

1. უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. 2. უვადო თავისუფლების აღკვეთა არ დაენიშნება იმას, ვისაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის შეუსრულდა სამოცი წელი.

სერვისები