სასჯელის სახით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვა
სასჯელის სახით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვა

სასჯელის სახით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვა

1. თუ მსჯავრდებულმა, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი, სასამართლო უფლებამოსილია იგი პირობით გაათავისუფლოს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამოსაცდელი ვადით. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს დანაშაულის ხასიათის, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევის, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის, ნასამართლობის, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის, ოჯახური პირობებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით.

2. თუ მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში: ა) განზრახ თავი აარიდა მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, სასამართლო უფლებამოსილია ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ორგანოების წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს გამოსაცდელი ვადა და აღსრულდეს უვადო თავისუფლების აღკვეთა; ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, გამოსაცდელი ვადის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო; გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უნიშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით. იმავე წესით დაენიშნება მსჯავრდებულს სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს გამოსაცდელ ვადას.

სერვისები