სასჯელის გადახედვა თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად
სასჯელის გადახედვა თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად

 სასჯელის გადახედვა თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად

1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით იქმნება ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს გენერალურ პროკურორს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის თაობაზე.

2. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას – მსჯავრდებულის სასჯელის ვადის შემცირების ან სასჯელის სახის შეცვლის ან მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე.

3. მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება დაუშვებელია ამ კოდექსის 144​1 , 144​2  და 144​3   მუხლებითგათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე.

 

სასჯელის მოხდის გადავადება ორსული ქალისათვის

1. სასამართლოს შეუძლია გადაუვადოს სასჯელის მოხდა ორსულ ქალს, მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე.

2. თუ მსჯავრდებული უარს იტყვის შვილზე ან თავს აარიდებს შვილის აღზრდას მას შემდეგ, რაც იგი გააფრთხილა პრობაციის ბიურომ, სასამართლოს შეუძლია ამ ორგანოს წარდგინებით გააუქმოს სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად გაგზავნოს განაჩენით დანიშნულ ადგილას.

3. როდესაც შვილი 1 წლის ასაკს მიაღწევს, სასამართლო გაათავისუფლებს მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდისაგან ან სასჯელის მოუხდელ ნაწილს შეუცვლის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით ანდა მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.

4. თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის გადავადების პერიოდში ახალ დანაშაულს ჩაიდენს, სასამართლო მას დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის   61-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

სერვისები