სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში
1. სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ბ) ჯგუფურად; გ) ორი ან მეტი პირის მიმართ; დ) არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.
გარყვნილი ქმედება
1. ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ბ) ჯგუფურად; გ) არაერთგზის; დ) ორი ან მეტი პირის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.