შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების შეზღუდვა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების შეზღუდვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების შეზღუდვა

1. შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის კანონით ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით მინიჭებული უფლების განხორციელებაზე უარის თქმა, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, − ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი არაერთგზის; ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; გ) ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით; დ) რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან / და ჯარიმით .

სერვისები