დანაშაულის პროვოკაცია
დანაშაულის პროვოკაცია

დანაშაულის პროვოკაცია, ესე იგი სხვისი დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, –

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში

1. უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 2. იგივე ქმედება, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება

1. განზრახ უკანონო დაკავება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 2. განზრახ უკანონო დაპატიმრება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.

 

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკანონო მოთავსება ან დაკავება

1. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკანონო მოთავსება ან დაკავება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

ბ) რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი;

გ) ჩადენილი არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სერვისები