კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელის შეშლა
კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელის შეშლა

კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელის შეშლა

დაუსაბუთებლად უარის თქმა საწარმოს რეგისტრაციაზე, ნებართვის ან ლიცენზიის გაცემაზე, ანდა მისი ეკონომიკური საქმიანობის უფლების ან თავისუფლების შეზღუდვა, საწარმოს საქმიანობაზე კონტროლის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელება, აგრეთვე მის საქმიანობაში ჩარევა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

მიწასთან დაკავშირებული გარიგების უკანონო რეგისტრაცია

მიწასთან დაკავშირებული გარიგების უკანონო რეგისტრაცია, სახელმწიფო მიწის კადასტრის სააღრიცხვო მონაცემის დამახინჯება ანდა მიწის გადასახადის შემცირება ანგარებით ანდა სხვა პირადი მოტივით, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

სერვისები