ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია
ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია

ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია

1. ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია, ანდა ასეთ პროდუქციაზე ეტიკეტის უკანონოდ გამოყენება, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

3. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

 

ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა

ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

სერვისები