1. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ყალბი მარკირების ნიშნის დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;
გ) დიდი ოდენობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად ჩაითვლება 1 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად − 5 000 ცალზე მეტი სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ყალბი მარკირების ნიშნის დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება.