სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის მეორადი გამოყენების მ
სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის მეორადი გამოყენების მ

1. პირის მიერ  სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული  არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სავალდებულო  მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის იმპორტიორის მიერ მარკირების ნიშანი საქონელზე დასატანად გადაეცემა იმპორტირებული საქონლის მწარმოებელს, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;

გ) დიდი ოდენობით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად ჩაითვლება 1 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად − 5 000 ცალზე მეტი სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული  არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა.

2. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული  არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის მეორად გამოყენებად ითვლება მისი ანალოგიური სახეობის სხვა არამარკირებულ საქონელზე დატანა.

სერვისები