ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა
ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა

ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა

1. ბუღალტრული აღრიცხვის განმახორციელებელი პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის შემცველი საბუღალტრო დოკუმენტის შექმნა, გამოყენება ან საგადასახადო დოკუმენტის აღრიცხვა, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების, ზეგავლენით ვაჭრობის ან ასეთი საქმიანობის დაფარვის მიზნით, –

ისჯება ჯარიმით.

2. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი არაერთგზის;

ბ) რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

უკანონო ქმედება გადახდისუუნარობისას  

გადახდისუუნარობისას   ქონების იმ ნაწილის განკარგვა ან დამალვა კრედიტორისათვის ხელმიუწვდომლობის მიზნით, რომელიც გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში სამეურვეო ქონებაში მოექცეოდა, აგრეთვე მეურნეობის სწორად გაძღოლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მისი დაზიანება, გაუვარგისება ან განადგურება, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

სერვისები