ბანდიტიზმი
1. მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) შექმნა ან ხელმძღვანელობა პირზე ან ორგანიზაციაზე თავდასხმის მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ჯგუფში (ბანდაში) ან მის მიერ მოწყობილ თავდასხმაში მონაწილეობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა
დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) რეკეტული დაჯგუფების საქმიანობის წარმართვა ან სხვაგვარი მონაწილეობა რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში, აგრეთვე დავების უკანონოდ გადაწყვეტა ან მონაწილეობა დავების უკანონოდ გადაწყვეტაში რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირს შორის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.