საჰაერო ან წყლის ხომალდის ანდა რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება
საჰაერო ან წყლის ხომალდის ანდა რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება

საჰაერო ან წყლის ხომალდის ანდა რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება

1. საჰაერო ან წყლის ხომალდის ანდა რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) არაერთგზის; გ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

 

წყლის ხომალდის ნაოსნობისათვის საშიშროების შექმნა

 

1. წყლის ხომალდისათვის განზრახ ცრუ ინფორმაციის გადაცემა, რითაც საშიშროება ექმნება წყლის ხომალდის ნაოსნობას, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

2. წყლის ხომალდზე მყოფი პირის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა ან ძალადობის მუქარა, რომლითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას წყლის ხომალდის ნაოსნობას, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე.

3. საზღვაო-სანავიგაციო დანადგარების დაზიანება ან მათი ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, რითაც საშიშროება ექმნება წყლის ხომალდის ნაოსნობას, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე.

4. წყლის ხომალდზე ისეთი მოწყობილობის ან ნივთიერების განთავსება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს წყლის ხომალდის ან მისი ტვირთის განადგურება ან დაზიანება, რაც საშიშროებას უქმნის წყლის ხომალდის უსაფრთხო ნაოსნობას, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

5. წყლის ხომალდის ან მისი ტვირთის განადგურება ან დაზიანება, რამაც შეიძლება საშიშროება შეუქმნას უსაფრთხო ნაოსნობას, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით.

სერვისები