აფეთქება საშიშ საწარმოში ან საამქროში უსაფრთხოების წესის დარღვევა
აფეთქება საშიშ საწარმოში ან საამქროში უსაფრთხოების წესის დარღვევა

აფეთქება საშიშ საწარმოში ან საამქროში უსაფრთხოების წესის დარღვევა

1. აფეთქებასაშიშ საწარმოში ან საამქროში საწარმოო-ტექნიკური უსაფრთხოების წესის დარღვევა, რასაც გაუფრთხილებლობით შეეძლო გამოეწვია მძიმე შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. აფეთქებასაშიშ საწარმოში ან საამქროში საწარმოო-ტექნიკური უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

3. აფეთქებასაშიშ საწარმოში ან საამქროში საწარმოო-ტექნიკური უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სერვისები