საერთაშორისო ხასიათის დანაშაულები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში
საერთაშორისო ხასიათის დანაშაულები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში

შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის  საერთაშორისო წესების დარღვევა

სახელმწიფოთაშორისი და შიდასახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტების დროს გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფ კულტურულ ფასეულობათა დაცვის საერთაშორისო წესების განზრახ დარღვევა, კერძოდ:

ა) გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი მოძრავი ძეგლის დაზიანება ან განადგურება, ქურდობა, ძარცვა ან მითვისება;

ბ) გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი უძრავი ძეგლის დაზიანება ან განადგურება;

გ) გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფ უძრავ ძეგლზე, მუზეუმის, ბიბლიოთეკის, საარქივო საცავის ან შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევისათვის კულტურულ ფასეულობათა შესანახად შექმნილი სპეციალური სამალავის შენობებზე საომარი შეტევის განხორციელება ან ამ შენობების ან მათი ტერიტორიის საომარ ოპერაციებში გამოყენება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

სერვისები