ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა
1. საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
11. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ან 11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) დიდი ოდენობით;
ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი, 11 ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) არაერთგზის;
გ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, 11, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
2. ამ მუხლის 11 ნაწილი ვრცელდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ნებისმიერ ოდენობაზე.
3. ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები.