კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა    
კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა   

 კიბერდანაშაული -კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა  

1. კომპიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანება, წაშლა, შეცვლა ან დაფარვა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. 

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, აგრეთვე კომპიუტერული მონაცემის უნებართვო ჩასმა ან გადაცემა, რამაც კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების განზრახ მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

გ) არაერთგზის;

დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

სერვისები