ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება
ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება

ტერორიზმი - ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება

1. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება, − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) ჩადენილი არაერთგზის; გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

 

ტერორისტული აქტის ხელშეშლისათვის ზომების მიუღებლობა

წინასწარი შეცნობით ტერორისტული აქტის განხორციელების, დასრულების ან მასთან დაკავშირებული შედეგების დადგომის აღსაკვეთად გონივრულობის ფარგლებში ზომების მიუღებლობა, თუ ეს საფრთხეს არ უქმნის პირის ან მისი ახლო ნათესავის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

სერვისები