ქრთამის აღება   
 ქრთამის აღება  

სამოხელეო დანაშაული -  ქრთამის აღება 

1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღება ან მოთხოვნა, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღება თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

2. ქრთამის აღება:

ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ;

ბ) დიდი ოდენობით;

გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) მექრთამეობისათვის მსჯავრდებულის მიერ;

ბ) არაერთგზის;

გ) გამოძალვით;

დ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ე) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

შენიშვნა: დიდი ოდენობით ქრთამად ითვლება ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი სარგებლის სახით თანხა ათი ათასი ლარის ზევით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამად – თანხა ოცდაათი ათასი ლარის ზევით.

სერვისები