საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ შეცვლა
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ შეცვლა

 დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ შეცვლა

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ შეცვლა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

2. იგივე ქმედება: ა) ჯგუფურად; ბ) ძალადობით ან ძალადობის მუქარით; გ) არაერთგზის; დ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.

საქართველოს სახელმწიფო ალმის უკანონოდ აღმართვა

ხომალდზე საქართველოს სახელმწიფო ალმის ან ამოსაცნობი ნიშნის უკანონოდ აღმართვა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა

შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა ამ აქციის ორგანიზატორის მიერ, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე

სერვისები