სამართალდამცავი ან მაკონტროლებელი ორგანოს მოხელის მიმართ გამოყენებული დაცვის ზომის შესახებ მონაცემი
 სამართალდამცავი ან მაკონტროლებელი ორგანოს მოხელის მიმართ გამოყენებული დაცვის ზომის შესახებ მონაცემი

 დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ - სამართალდამცავი ან მაკონტროლებელი ორგანოს მოხელის მიმართ გამოყენებული დაცვის ზომის შესახებ მონაცემის გახმაურება

1. სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით სამართალდამცავი ან მაკონტროლებელი ორგანოს მოხელის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოყენებული დაცვის ზომის შესახებ მონაცემის გახმაურება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

 

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა ან დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ან დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სერვისები