საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის საქმიანობაში უკანონო ჩარევა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის საქმიანობაში უკანონო ჩარევა

დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ -  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის საქმიანობაში უკანონო ჩარევა

თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის საქმიანობის შეფასების განმახორციელებელი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა − ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 

 სასამართლოს უპატივცემულობა

1. სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რაც გამოიხატა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

სერვისები