გამოძიების მონაცემის გახმაურება
გამოძიების მონაცემის გახმაურება

დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გახსნის წინააღმდეგ მიმართული ქმედება - გამოძიების მონაცემის გახმაურება

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალების ან გამოძიების მონაცემის გახმაურება იმის მიერ, ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

საბანკო ანგარიშის მონიტორინგის, მასზე ყადაღის დადებასთან ან კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მონაცემების გახმაურება

1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 124​1  მუხლით გათვალისწინებული საბანკო ანგარიშის მონიტორინგის ან 136-ე−138-ე მუხლებით გათვალისწინებული კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მონაცემების გახმაურება − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მონაცემების გახმაურება, აღნიშნული ანგარიშის მესაკუთრის მიერ ამ ინფორმაციის მოთხოვნამდე, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

 

დანაშაულის შეუტყობინებლობა

1. დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია ამ კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 255​1 ან 255​2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, − ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

3. დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

სერვისები