დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გახსნის წინააღმდეგ მიმართული ქმედება - დანაშაულის დაფარვა
1. ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, 186-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1941 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 202-ე მუხლის პირველი ნაწილით, 221-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით, 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3391 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 365-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით და 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ოთხ წლამდე.
3. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლითა და ამ კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:
ა) პირს, რომელმაც წინასწარ შეუპირებლად ახლო ნათესავის დანაშაული დაფარა;
ბ) „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) პასუხისმგებელ პირს;
გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების საკითხის განმხილველ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის წევრს;
დ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრს;
ე) ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა/სავარაუდო მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის) თანამშრომელს (გარდა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისა);
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თანამშრომელს (გარდა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისა);
ზ) პირისათვის კონსულტაციების გაწევის უზრუნველმყოფი უფასო სატელეფონო დახმარების ქსელის ოპერატორს.