დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ - სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მოხდისათვის თავის არიდება
იმ მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისათვის თავის არიდება, რომელსაც პენიტენციური დაწესებულებიდან მოკლევადიანი გასვლის ნებართვა აქვს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მოხდისათვის თავის არიდებად მიიჩნევა აგრეთვე მსჯავრდებულის მიერ პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის მე-4 ნაწილითა და 72-ე მუხლის 35 ნაწილით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა.
განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა
1. ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ხელისუფლების წარმომადგენლის ან მოხელის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორას ორმოციდან სამას სამოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა:
ამ კარით დადგენილი სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ასევე გულისხმობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს.