დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ - დანაშაული დაქვემდებარების წესისა და სამხედრო ღირსების დაცვის წინააღმდეგ
სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულის ცნება
1. სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულად ითვლება ამ კარით გათვალისწინებული ქმედება, მიმართული სამხედრო სამსახურის წესის წინააღმდეგ, ჩადენილი სამხედრო მოსამსახურის მიერ ან რეზერვისტის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.
2. ომიანობის ან საომარი მდგომარეობის დროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულისათვის განისაზღვრება საომარი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.
უფროსის ბრძანების შეუსრულებლობა
1. დადგენილი წესით გაცემული უფროსის ბრძანების შეუსრულებლობა ხელქვეითის მიერ, რამაც არსებითად დააზიანა სამხედრო სამსახურის ინტერესი, – ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება: ა) ჯგუფურად; ბ) რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. დადგენილი წესით გაცემული ბრძანებულების შეუსრულებლობა ხელქვეითის მიერ სამსახურისადმი დაუდევარი ან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო, რამაც არსებითად დააზიანა სამხედრო სამსახურის ინტერესი, – ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე.