უფროსისადმი წინააღმდეგობა ან მისი იძულება, დაარღვიოს სამსახურებრივი მოვალეობა
უფროსისადმი წინააღმდეგობა ან მისი იძულება, დაარღვიოს სამსახურებრივი მოვალეობა

დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ - უფროსისადმი წინააღმდეგობა ან მისი იძულება, დაარღვიოს სამსახურებრივი მოვალეობა

1. ძალადობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობის გაწევა უფროსისათვის ან იმისთვის, ვინც ასრულებს სამხედრო სამსახურის მოვალეობას, ანდა მისი იძულება, დაარღვიოს ეს მოვალეობა, – ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება: ა) ჯგუფურად; ბ) იარაღის გამოყენებით; გ) რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ანდა სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.

 

უფროსის მიმართ ძალადობა

1. უფროსის ცემა ან მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებისას ან ამ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, – ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

2. იგივე ქმედება: ა) ჯგუფურად; ბ) იარაღის გამოყენებით; გ) რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ანდა სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.

სერვისები