გენოციდი
გენოციდი

დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ -  გენოციდი

გენოციდი, ესე იგი ქმედება, ჩადენილი შეთანხმებული გეგმის განსახორციელებლად რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური ანდა რაიმე სხვა ნიშნით გაერთიანებული ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ მოსასპობად, რაც გამოიხატა ასეთი ჯგუფის წევრთა მკვლელობით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, მათთვის ცხოვრების მძიმე პირობის განზრახ შექმნით, შობადობის ძალით შემცირებით ან ბავშვის იძულებით გადაცემით ერთი ეთნიკური ჯგუფიდან მეორეში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

მასობრივი განადგურების იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, გასაღება, გადაზიდვა, ტრანზიტი ან გადაგზავნა

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით აკრძალული ქიმიური, ბიოლოგიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, გასაღება, გადაზიდვა, ტრანზიტი ან გადაგზავნა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

 

დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ

დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, ესე იგი ნებისმიერი ქმედება, ჩადენილი სამოქალაქო მოსახლეობაზე ან პირებზე ფართომასშტაბიანი ან სისტემატური თავდასხმის ფარგლებში, რაც გამოიხატა მკვლელობით, ადამიანთა მასობრივი განადგურებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, დეპორტაციით, თავისუფლების უკანონო აღკვეთით, წამებით, გაუპატიურებით, სქესობრივ მორჩილებაში ყოლით, პროსტიტუციის იძულებით, იძულებით ორსულობით, ძალადობითი სტერილიზაციით, პირთა ჯგუფის დევნით პოლიტიკური, რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური, კულტურული, რელიგიური, სქესობრივი ან სხვა ნიშნის საფუძველზე, აპარტეიდითა და სხვა არაჰუმანური ქმედებით, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ მდგომარეობას, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

სერვისები