საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა

დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ -  საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა სახელმწიფოთაშორისი ან შიდა სახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნით ან ფიზიკური დასახიჩრებით

მოწინააღმდეგე მხარის ხელისუფლების დაცვით მოსარგებლე დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებააღკვეთილი პირის მიმართ ისეთი სამედიცინო პროცედურის ჩატარება, რომელსაც არ მოითხოვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რომელიც არ შეესაბამება საყოველთაოდ აღიარებულ სამედიცინო ნორმებს, თუნდაც ამ პირის თანხმობით, კერძოდ:
ა) ისეთი მოქმედება, რომელმაც გამოიწვია ფიზიკური დასახიჩრება;
ბ) სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარება;
გ) გადანერგვისათვის ოპერაციის ჩასატარებლად ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების სხვა დარღვევა

ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 411-ე ან 412-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ:
ა) მაროდიორობა, ესე იგი საომარი მოქმედების დროს მოკლულის ან დაჭრილის ნივთის დაუფლება, აგრეთვე მოქალაქეთა იმ ქონების დაუფლება, რომელიც დატოვებულია საომარი მოქმედების ზონაში ან/და დასახლებული პუნქტის ან სხვა ტერიტორიული ერთეულის გაძარცვა;
ბ) მოქალაქეთა გამოყენება ჯარის ან ობიექტების სამხედრო ოპერაციებისაგან დასაცავად;
გ) სამხედრო ოპერაციაში ან შეიარაღებულ კონფლიქტში ისეთი იარაღის, საბრძოლო მასალის, საშუალების ან მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება, აგრეთვე ბრძოლის წარმოების ისეთი მეთოდებით სარგებლობა, რომლებიც იწვევენ გადაჭარბებულ ზიანს, გაუმართლებელ ტანჯვას ან შეიარაღებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის ნორმათა დარღვევას; ამასთან, თუ ასეთი იარაღი, საბრძოლო მასალა, საშუალება, აგრეთვე ბრძოლის წარმოების ასეთი მეთოდები საყოველთაოდ აკრძალულია;
დ) ომის სხვა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით და არ ისჯება ამ კოდექსის 411-ე ან 412-ე მუხლით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე. შენიშვნა: ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილე შეიარაღებული ძალების ანდა მათი ქვედანაყოფების მეთაური ან/და სხვა ხელმძღვანელი პასუხს აგებს ამ თავის შესაბამისად იმ შემთხვევაშიც, როცა აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა მის ხელმძღვანელობას ან/და კონტროლს დაქვემდებარებულმა შეიარაღებულმა ძალებმა, რაც გამოწვეული იყო მეთაურის ან/და სხვა შესაბამისი ხელმძღვანელის უმოქმედობით.

 

სერვისები