საზოგადოებრივი ექსპერტი
საზოგადოებრივი ექსპერტი

ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის დებულებანი - საზოგადოებრივი ექსპერტი

1. საზოგადოებრივ ექსპერტად ჩაითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი სამეცნიერო-საკონსულტაციო (საექსპერტო) ორგანოები. ექსპერტად ჩაითვლება აგრეთვე საზოგადოებრივი საექსპერტო დაწესებულების წევრი.

2. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიმართოს საექსპერტო დაწესებულებას ან საზოგადოებრივ ექსპერტს საექსპერტო დასკვნისათვის.

3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარუდგინოს ექსპერტს საექსპერტო დასკვნისათვის აუცილებელი ინფორმაცია.

4. საზოგადოებრივი ექსპერტი ვალდებულია თავისი დასკვნა წარადგინოს კანონის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ ვადის გაშვებამ არ შეიძლება დააბრკოლოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

6. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე დასკვნის წარმდგენი ექსპერტის ვინაობა აღინიშნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. იმ ექსპერტთა ვინაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამეცნიერო საგრანტო, აგრეთვე ინოვაციური პროექტის დაფინანსების კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებას, კონფიდენციალურია.

სერვისები